გომბორის გადასახვევთან მიკროვატობუსი და საპატრულო პოლიციის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

გომბორის გადასახვევთან მიკროვატობუსი და საპატრულო პოლიციის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

კახეთის გზაზე, გომბორის გადასახვევთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროვატობუსი და საპატრულო პოლიციის მანქანა შეეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, მიკროვატობუსის მძღოლი უკვე დაკითხეს, ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმებაც, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

მსუბუქად დაშავდნენ მიკროავტობუსის მგზავრები. ორი დაშავებული კლინიკაში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლატაციის ან უსაფრთხოების დარღვევის მუხლით დაიწყო.