11 მარტს ევროპის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია "ლგბტ"-საზოგადოების წინააღმდეგ იქნება მიმართული. აქციის ორგანიზატორი ბექა ცხადაძე "პირველ რადიოსთან" საუბრისას ამბობს, რომ აქციის დაგეგმვის მიზეზი ის კონფერენცია გახდა, რომელიც "ლგბტ" საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით ევროპის სახლში იმართება. მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები კონფერენციის მონაწილეებს სირცხვილის კორიდორს მოწუყობენ. ცხადაძე აცხადებს, რომ აქციაში მონაწილეობას რამდენიმე არასამტავრობო ორგანიზაცია გეგმავს, თუმცა ის ჯერჯერობით არასამთავრობოთა დასახელებისგან თავს იკავებს.
"სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ "ლგბტ" კონფერენციის მონაწილეებს. გეებს ჩვენ არ ვებრძვით, მაგრამ მიუღებელია საზოგადოებაში ამის პროპაგანდა და სტუდენტური კონფერენციის ჩატარება. ჩვენ როგორც ვიცით, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" კონფერენციის მონაწილეებს უნიშნავს გრანტს, ანუ დაფინანსებას აძლევს მონაწილოების სანაცვლოდ. ასეთ არის ათი ადამიანი და უბრალოდ ჩვენ ამას ვაპროტესტებთ. რამდენიმე ორგანიზაცია დამიკავსირდა, რომელისაც შემოერთება უნდა , თუმცა ჯერჯერობით დასახელებისგან თავს შევიკავებ. სასულიერო პირების აქციაზე ყოფნა არ იგეგმება, იმიტომ, რომ შავი ლაქა იქნება ეს ეკლესიისთვის. უბრალოდ ევროპის სახლთან სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ და მშვიდობიანად გავაპროტესტებთ ამ კონფერენციას,"-განაცხადა ბექა ცხადაძემ.
219
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85