აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრა სვეტლანა კუდბასთან 5 საათი გაგრძელდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრა სვეტლანა კუდბასთან 5 საათი გაგრძელდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წუხანდელი შეხვედრა სვეტლანა კუდბასთან 5 საათი გაგრძელდა.    როგოც ჟურნალისტებს ბერიძემ განუცხადა, მან დეპუტატი როგოც ჟურნალისტებს ბერიძემ განუცხადა, მან დეპუტატი მოინახულა, რადგან ჰიპერტონიული პრობლემა აქვს და მის ჩაძინებას დაელოდა. ავთანდილ ბერიძე კუდბაზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს.

"მე იგი მოვინახულე. ორჯერ წამალი მოვუტანე. სხდომაზე ქალბატონი სვეტლანა ვერ მოვა, რადგან 5 დღე უნდა იწვეს. კატეგორიულად გამოვრიცხავ მასზე რაიმე ტიპის ზეწოლას. მე არაფერი ვიცი, მას ვინ რას სთავაზობს...დეპუტატობის დათმობა რაიმე ტიპის მაღალანაზღაურებად სამსახურზე სიცრუეა. ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. სხდომა ორშაბათს იმიტომ ჩაინიშნა, რომ ასე დეპუტატებმა მოითხოვეს და მე კანონი მავალდებულებს სესია მოთხოვნიდან ორ დღეში დავნიშნო. მე საიდან უნდა მცოდნოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ქალაქში არ იმყოფებიან?! თუ ქვორუმი არ იქნება, სხდომა არ ჩატარდება, სანამ ამას დეპუტატები კვლავ არ მოითხოვენ. ჩვენ არ გვყავს კანდიდატი ვიცესპიკერის პოსტზე, ჩვენი ფრაქცია არ აყენებს დავით ბაციკაძის კანდიდატურას, თუმცა მე არ ვიცი რას იზამს მისი ფრაქცია. შეიძლება მათ წამოაყენონ", - აღნიშნა ავთანდილ ბერიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, მედეა ვასაძისა და ჯემალ ფუტკარაძის ინფორმაციით კი, დეპუტატ სვეტლანა კუდბაზე ზეწოლა ხორციელდება. მათი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დეპუტატ სვეტლანა კუდბას სახლში ესტუმრა და მასზე აწარმოებდა ზეწოლას, რათა იგი უმაღლესი საბჭოს ხვალინდელ სესიაზე მივიდეს.

მათივე თქმით, სესიაზე მისი დასწრებით ქვორუმი შედგება და დეპუტატები ვიცესპიკერის კანდიდატურად ჯემალ ფუტკარაძეს ჩააგდებენ. ფუტკატაძის ინფორმაციით, ამის შემდეგ დავით ბაციკაძეს კვლავ ვიცესპიკერად აირჩევენ. მას უკვე 7 ხმა ეყოფა. დღეს ჯემალ ფუტკარაძემ მასზე მიმდინარე ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პრემიერი მას ვიცესპიკერის პოსტზე კანდიდატურის დაყენებას უკრძალავდა.