აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, მედეა ვასაძისა და ჯემალ ფუტკარაძის ინფორმაციით,დეპუტატ სვეტლანა კუდბაზე ზეწოლა ხორციელდება. მათი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დეპუტატ სვეტლანა კუდბას სახლში იმყოფებოდა და მასზე აწარმოებდა ზეწოლას, რათა იგი უმაღლესი საბჭოს ხვალინდელ სესიაზე მივიდეს.
სესიაზე მისი დასწრებით ქვორუმი შედგება და დეპუტატები ვიცე სპიკერის კანდიდატურად ჯემალ ფუტკარაძეს ჩააგდებენ. ფუტკატაძის ინფორმაციით, ამის შემდეგ დავით ბაციკაძეს კვლავ ვიცე სპიკერად აირჩევენ. მას უკვე 7 ხმა ეყოფა. ჯემალ ფუტკარაძემ მასზე მიმდინარე ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პრემიერი ვიცე სპიკერის პოსტზე კანდიდატურის დაყენებას უკრძალავდა.