ევროკომისიის ხელმძღვანელი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის ხელმძღვანელი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის. 

"ასეთი არმია დაგვეხმარებოდა საერთო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში", – განაცხადა იუნკერმა გამოცემა "Welt am Sonntag"-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ასეთი არმიით, ევროკავშირი შეძლებს რეაგირებას იმ საფრთხეებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებს დაემუქრება. მანვე დასძინა, რომ ამგვარად, ევროპა რუსეთს გააგებინებს, რომ "ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ევროპული კავშირის ფასეულობების დაცვას". 

გამოცემის ინფორმაციით, იუნკერის შეთავაზებას უკვე აქვს მხარდაჭერა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს შორის. ბუნდესტაგის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელის, ნორბერტ რეტგენის განცხადებით, დადგა დრო, შეიქმნას ასეთი არმია.