ირმა ინაშვილის ინფორმაციით, 21-23 მარტის პერიოდში, პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამლვა იგეგმება. მისივე განცხადებით, ფიზიკური თავდასხმა იგეგმება დეპუტატ გიორგი კანდელაკზე.
"დეტალური ინფორმაცია, თუ რომელს მოწამლავენ ამ სამი ადამიანიდან, არ მაქვს. ისინი მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაწირა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება და დასავლეთში ეს მოწამვლა პრეზენტირებული იქნება – აი რა ხდება საქართველოში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში", რომელიც არ გამორიცხავს, რომ გეგმის განხორცილება ციხეში ცალკეული თანამშრომლის, პერსონის მოსყიდვის გზით გახდეს შესაძლებელი.
ირმა ინაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს სახელისუფლებო ორგანოები. "მივმართავ სასჯელაღსრულების სამინისტროს, მაქსიმალურად იყოს დაცული მერაბიშვილის, ახალაისა და უგულავას უსარფრთხოება და მიმართონ პრევენციის ზომებს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.