ოფიციალური კიევი მზადაა დონბასის წარმომადგენლებს ესაუბროს, მაგრამ არა საველე მეთაურებს, არამედ მათ, ვისაც რეგიონის მოსახლეობა აირჩევს კანონიერი არჩევნების შედეგად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ჩატარდეს, რაც იქიდან შეიარაღება გავა.
მარტის დასაწყისში "ბოევიკებმა" განაცხადეს, რომ დონბასიდან საკუთარი მძიმე ტექნიკის გაყვანა დაასრულეს. უკრაინული მხარე კი ირწმუნება, რომ სინამდვილეში, ბოევიკები საკუთარი ძალების გადაჯგუფებებს ახორციელებენ და ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან.