ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" ახალ გამყოფ ხაზებს არ გააჩენს

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ევროკავშირი დააჩქარებს ახალი სტრატეგიის შექმნას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებაში. 
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგაში გამართულ შეხვედრაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამაში მონაწილე ქვეყნების სამიტისთვის მზადება დაიწყო. ევროპელი დიპლომატები გეგმავენ კურსის აღებას აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. 

რიგის კონსულტაციების შემდეგ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებით, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" ევროპაში ახალ გამყოფ ხაზებს არ გააჩენს. ის მიიჩნევს, რომ ამის გამო, აუცილებელია დიალოგში რუსეთი ჩაერთოს. კურცის განცხადებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობა" არ უნდა იქცეს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას გამძლეობაზე გამოცდად. ის დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტები.