გროზნოში ბორის ნემცოვის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

გროზნოში ბორის ნემცოვის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

გროზნოში პოლიციელების მისამართით ნასროლი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი თავად აფეთქდა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" სამართალდამცავ უწყებაში აცნობეს. 
ინციდენტი შაბათს მოხდა. აღნიშნული პირის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბლოკირება მოხდა. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, მოთხოვნაზე, სამართალდამცავებს ჩაბარებოდა, მან პოლიციის მისამართით ხელყუმბარა ისროლა. თუმცა, ყუმბარის ნამსხვრევებისგან თავად მიიღო სასიკვდილო ჭრილობები და ადგილზე გარდაიცვალა. 

სააგენტოს წყაროს განცხადებით, დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. პოლიციის თანამშრომლები ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან. მიმდინარეობს დაღუპულის ზუსტი ვინაობის დადგენა.