ფრაქცია "სახალხო ფრონტის" დეპუტატის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ობამა და მისი მრჩევლები უკვე გაფრთხილებული არიან, რომ იარაღის მიწოდების შემთხვევაში მოსკოვი კიევს უკვე ყველა ფრონტიდან შეუტევს
"მე ვიყავი ვაშინგტონში, შევხდი ანალიტიკოსების გარკვეულ ჯგუფს და დავინტერესდი, რატომ აცხადებს უარს ობამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ კონგრესის ოფიციალური გადაწყვეტილების შესრულებაზე, მითხრეს, რომ ობამამ და მისმა მრჩევლებმა მიიღეს გაფრთხილება პუტინისგან იმის შესახებ, რომ თუ ამერიკა უკრაინას იარაღს მიაწოდებს, პუტინი გადაწყვეტს, შეიყვანოს ჯარი და კიევს ყველა ფრონტიდან შეუტიოს", - განაცხადა გერაშენკომ.