ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ახალ ლიდერებს შეხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ახალ ლიდერებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროკავშირის ახალ ლიდერებს შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში იმყოფება. 

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი უმასპინძლებს, გაიმართება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირილ გაბურიჩისთან. 
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.