თურქეთის კულტურის მინისტრი: „ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აღსდგება“

თურქეთის კულტურის მინისტრი: „ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აღსდგება“

დღეს თურქულენოვან პრესაში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, ერთუღრულ გიუნაის მიერ გაკეთებული განცხადება გავრცელდა, რომლის ასლი და ქართული თარგმანი მომაწოდა „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით რობაქიძემ.

უცვლელად გთავაზობთ თურქულენოვან პრესაში გამოქვეყნებული სტატიის ქართულ თარგმანს:

„ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აღსდგება“, – გუშინ, ანკარაში საქართველოს კულტურის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, ერთუღრულ გიუნაიმ.

ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით შეხვედრები დამატებით გაიმართება.

მისივე თქმით, საკითხი ამჟამად, საქართველოს კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან უკვე განიხილება. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში, კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასაც მოიცავს.

გარდა ამისა, ახალციხეში რაბათისუბანში მდებარე აჰმედიეს მეჩეთის აღდგენაც დაიწყება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს. მეჩეთების აღდგენა თურქეთთან არსებული იმ შეთანხმების ფარგლებში მოხდება, რომლითაც ისტორიულ ქართულ პროვინციებში ქართული არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია უნდა მოხდეს.

ქართველი სპეციალისტები კი, გიუნაის განმარტებით, თურქეთში ეკლესიების აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას და ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხრიდან უკვე არსებობს თანხმობა.

მიმდინარე წელს საქართველო–თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავი სრულდება და ამასთან დაკავშირებით გარკვეული საზეიმო ღონისძიებები გაიმართება“.