პატიმარი ზვიად ადეიშვილი ციხის ადმინისტაციის მხრიდან მძიმე ზეწოლას განიცდის

პატიმარი ზვიად ადეიშვილი ციხის ადმინისტაციის მხრიდან მძიმე ზეწოლას განიცდის

მედია-კავშირ “ობიექტივს” დაუკავშირდა მსჯავრდებულ ზვიად ადეიშვილის დედა ელისო ესებუა, რომელიც  გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ამ დაწესებულების დირექტორი ზურაბ რუხაიაა. მსჯავრდებულის დედის განცხადებით მისი შვილი დაავადებულია ტუბერკულოზის მულტირეზისტენციური ფორმით, იმყოფება ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ადმინისტრაციის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას.

ზურაბ ადეიშვილის დედა: „20 იანვარს, დაახლოებით 4 საათისთვის ჩემმა შვილმა სამკურნალო დაწესებულებიდან დამირეკა და მთხოვა მასთან მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატი ჯუმბერ მილორავა შესულიყო. ორშაბათს 12 საათისთვის ამანათის შესაგზავნად დაწესებულებაში მივედი, თუმცა შეგზავნილი ამანათი 5 საათისთვის ყოველგვარი კომენტარის გარეშე უკან გამომიბრუნეს; სამშაბათს კი, როდესაც მასთან ადვოკატი უნდა შესულიყო, ზვიადმა დამირეკა და მითხრა, რომ  მოულოდნელად დაინიშნა სასამართლო პროცესი რომელიც არ შედგა“.

25 იანვარს ზურაბ ადეიშვილი დილით 11 საათზე 6 ბადრაგის თანხლებით  სასამართლოზე წარადგინეს. ელისო ესებუა  ამბობს, რომ მის შვილს ადამიანის გამომეტყველება აღარ ჰქონდა - წვერგაუპარსავი, თმაგაწეწელი და ძალიან გამხდარი იყო; მას გამიზნულად არ აძლევდნენ წამალს, რაც იწვევდა გაუსაძლის ტკივილებს, მარტოობის შიშს და ჰალუცინაციებს.

მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის ზვიად რუხაიას განცხადებით, მსჯავრდებულ ზვიად ადეიშვილს ბრალი ედებოდა დისციპლინარულ დარღვევაში, რის გამოც ადეიშვილს წამლების მიწოდებაზე უარს უცხადებდნენ. ამავე დროს ზვიად რუხაიამ პატიმრის ადვოკატი დედის გინებით მოიხსენია და დაიმუქრა, რომ მას პატიმრობა არ ასცდება.

ელისო ესებუას თქმით, მის შვილთან ყოველდღე შედიოდნენ, ემუქრებოდნენ, დასცინოდნენ და იმ ზომამდეც კი მიიყვანეს, რომ ადეიშვილმა არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა. პლუს ამას, ადეიშვილს მისი ადვოკატის დაკავებითაც  ემუქრებოდნენ.

პატიმრის დედა აცხადებს, რომ ზვიად ადეიშვილის მიზანმიმართული დევნა ხორციელდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადეიშვილს, რომელსაც სასჯელის სრულ მოხდამდე 7 თვე აქვს დარჩენილი, ცდილობენ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივონ და ამით მასზე შური იძიონ.