უკრაინის გენერალური პროკურატურის ახალი გუნდი უკრაინაში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის საქმეს აუცილებლად გამოიძიებს, - ამის შესახებ, "უნიანის" ცნობით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის პირადად უხელმძღვანელებს ღონღაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას. გიორგი ღონღაძე წარმოშობით ქართველი, უკრაინაში მცხოვრები ჟურნალისტი იყო. ის 2000 წელს გაიტაცეს და მოკლეს. მისი მკვლელობის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.