უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დავით საყვარელიძე თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დავით საყვარელიძე თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქართველი დეპუტატი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა პირველი მოადგილის პოსტზე დავით საყვარელიძეს ოფიციალურად დღეს წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით საყვარელიძე კურირებას გაუწევს, ინტერპოლის მიმართულებას, კადრებს და უწყების რეფორმირების საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ დავით საყვარელიძე 2009-2010 წლებში თბილისის პროკურორი, ხოლო 2010-2012 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.