ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ეგვიპტელი ქრისტიანი კოპტი მოკლეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ჯიჰადისტებმა ქრისტიანების დახოცვის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელეს, რომელშიც ერთ-ერთი ექსტრემისტი ყველა ქრისტიანს ემუქრება.
ჯიჰადისტებმა ეგვიპტელი კოპტები გასულ კვირას გაიტაცეს. მომხდარის გამო ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს არ გაემგზავრნონ ლიბიაში, ხოლო ისინი ვინც უკვე ლიბიაში არიან, მოერიდონ ისეთ რეგიონებს, სადაც ვითარება დაძაბულია.