ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უკრაინის ქალაქ დებალცევოში ჩასვლას ცდილობენ, სადაც ამ დრომდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
როგორც ეუთო-ს დამკვირვებლები აცხადებენ, პრორუსმა მებრძოლებმა გუშინ ისინი ქალაქში არ შეუშვეს. "ბოევიკების" ცნობით, ამ დროისთვის მათ დებალცევო ალყაში აქვთ მოქცეული და თითქმის მის მთლიან ტერიტორიას აკონტროლებენ.
დებალცევო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას - დონეცკსა და ლუგანსკის ოლქების საზღვარზე მდებარეობს, ამიტომაც პრორუსი მებრძოლები მასზე კონტროლის დამყარებას უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებისა, ამ ქალაქისთვის ბრძოლა დღემდე გრძელდება.