არსენი იაცენიუკი - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, უკრაინამ დასავლეთისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღოს

არსენი იაცენიუკი - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, უკრაინამ დასავლეთისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღოს

უკრაინაში მშვიდობა მაშინ იქნება გარანტირებული, როდესაც ქვეყანა საკუთარი თავის დაცვას შეძლებს, - ამის შესახებ "უნიანის" ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. 

"ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ პუტინი არ შეასრულებს შეთანხმებას, ვინაიდან ის ყოველთვის ასე იქცევა. მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც უკრაინას ექნება შესაძლებლობა საკუთარი თავი თავადვე დაიცვას. ახლა კი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო იმისა, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღოს", - განაცხადა იაცენიუკმა.