რუსეთი საერთაშორისო საკითხებში პარტნიორად რჩება

რუსეთი საერთაშორისო საკითხებში პარტნიორად რჩება

რუსეთი პარტნიორად რჩება საერთაშორისო საკითხებში. ამის შესახებ "Corriere della Sera"-სთან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო საკითხებში უმაღლესმა კომისრმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

"რუსეთი დარჩება პარტნიორად მრავალი საერთაშორისო საკითხის მოგვარებაში, მათ შორის - ტერორიზმთან ბრძოლაში, ახლო აღმოსავლეთის საკითხის დარეგულირებაში, ირანთან მოლაპარაკებებსა და სიირის საკითხებში. მისი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მოგერინიმ.

მანვე მიანიშნა, რომ არ აპირებს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხის განხილვას. მისი თქმით, ეს საკითხი თითოეულმა სახელმწიფომ თავად უნდა გადაწყვიტოს. მოგერინის განცხადებით, ამ საკითხის დაყენებაზე უარს იმიტომ კი არ ამბობს, რომ ამან შეიძლება ევროკავშირის წევრებს შორის განხეთქილება შეიტანოს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი გადაწყვეტილება უადგილოა და ხელს არ შეუწყობს კრიზისიდან გამოსვლას.

ფედერიკა მოგერინიმ მინსკის მოლაპარაკებებს მაღალი შეფასება მისცა, თუმცა, აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება საკმაოდ სუსტია.