ფოთში რამდენიმე წუთის წინ დაუდგენელმა პირებმა ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე "ალდაგი ბი-სი-აის " ფოთის ოფისის შუშები ჩაამტვრიეს.
შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. "ალდაგი ბი-სი-აის" წარმომადგენლები "ინტერპრესნიუსთან" ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ ოფისში შესვლის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან. დაწყებულია გამოძიება.