კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ ლიკანში ორდღიანი სხდომა გამართა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კოალიციის პოლიტსაბჭოს წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მონაწილეობით, შაბათ-კვირის განმავლობაში განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, იმსჯელეს დასახულ გეგმებზე და იმ პრობლემებზე, რაც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნებიდან" აცნობეს, ლიკანში გამართულ შეხვედრაზე მინისტრთა კაბინეტი თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პოროექტები თითოეული დარგის მიხედვით.