"ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ დანიას"

გამოვთქვამთ უკიდურეს აღშფოთებას კოპენჰაგენში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ დანიის სამეფოს ხელისუფლებასა და დანიელ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ მშვიდობა და ჩვენი საერთო კეთილდღეობა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ, რათა უზრუნველვყოთ  საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი.