თბილისობის დღესასწაულზე გახარჯულ თანხაზე დაწყებული გამოძიების შედეგები უცნობია

თბილისობის დღესასწაულზე გახარჯულ თანხაზე დაწყებული გამოძიების შედეგები უცნობია

სამგორის გამგებლისთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც თბილისობის დღესასწაულზე გახარჯული თანხების ირგვლივ დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა ჩოქურმა განუცხადა, გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩოქურმა განუცხადა, გამოძიების ფარგლებში, შემოწმდა დოკუმენტაცია.

სამგორის გამგებლის ინფორმაციით, დაიკითხა, პირი, რომელთანაც კონტრაქტი იყო გაფორმებული ღონისძიებების ჩატარებაზე. მამუკა ჩოქურის თქმით, ინდმეწარმე გივი რაზმაძე დაიკითხა საკითხზე, თუ როგორ გადანაწილდა გამგეობიდან გადარიცხული თანხა.

"სარევიზიო კომისიამ რა დოკუმენტებიც მოიძია, გადაამოწმა და დადო დასკვნა. რაც შეეხება პროკურატურას, ალბათ სარევიზიო კომისიამ მას მიაწოდა დასკვნა და პროკურატურა ამას სწავლობს. არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სალაპარაკოდ იყო სასიამოვნო ალბათ ვიღაცებისთვის ეს თემა. ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ედო. სხვა შინაარსი ამ განცხადებებს არ ჰქონია. ჩემი მეუღლეს გარდა იმისა, რომ სცენაზე იდგა, ფინანსურ ან რაიმე დოკუმენტაციასთან შეხება არ ჰქონია. ვთხოვე დახმარება ორგანიზებაში, თუ ეს დანაშაულია არ ვიცი", - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.

მისი თქმით, როდესაც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გახარჯულ თანხებზე "ამბავი ატყდა", ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს გამგებელმა დააფინანსა ღონისძიება, რომლის წამყვანი იყო მისი მეუღლე.

"ამ დროს, ეს სხვაგვარად იყო - მე დავაფინანსე თბილისობის ღონისძიება ჩემს რაიონში, რომლის წაყვანა, აბსოლუტურად უფასოდ ვთხოვე ჩემს მეუღლეს", - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.
დედაქალაქის მთავრობის მიერ "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დახარჯულ თანხებს პროკურატურა სწავლობს. საუბარია დაახლოებით 24 ათასი ლარის ოდენობის თანხის მიზნობრიობაზე.