კანადა მზადაა უკრაინას სამხედრო იარაღი მიაწოდოს იმ შემთხვევაში, თუ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა გამოცემა Toronto Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, კანადა უკრაინისათვის ყველა სახის დახმარების მიწოდებას განიხილავს, მათ შორის იარაღით უზრუნველყოფასაც. ჰარპერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მინსკის შეთანხმების შესრულება არა სიტყვებით, არამედ ქმედებით უნდა დაამტკიცოს. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა, გუშინ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 15 თებერვლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი უნდა შეწყდეს.