რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ბარაკ ობამას აკრიტიკებს

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ბარაკ ობამას აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას აკრიტიკებს. ამის მიზეზი აშშ-ში სამი მუსლიმანი სტუდენტის მკვლელობაა, რომელსაც ერდოღანის თქმით, ბარაკ ობამამ სიჩუმით უპასუხა. 

"ბიბისის" ცნობით, თურქეთის პირველი პირი ასევე აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარ ნებისმიერ დანაშაულზე პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებლები. ამიტომაც ქვეყნის პრეზიდენტი მომხდარს უნდა გამოხმაურებოდა. 

მუსლიმანი სტუდენტები ჩრდილოეთ კაროლინაში მოკლეს. ეჭვმიტანილი დაკავებულია, პოლიცია მკვლელობის მოტივს იძიებს. მოკლული სტუდენტების ოჯახების წევრები აცხადებენ, რომ ისინი სიძულვილის ნიადაგზე მოკლეს.