ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორებმა კონგრესში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, პრეზიდენტს უფლება ექნება უკრაინას სამხედრო იარაღი მიაწოდოს.
"უნიანის" ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი კონგრესის ელექტრონულ ბაზაში უკვე გამოჩნდა. როგორც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი, ჯეიმს ინჰოფი აცხადებს, კანონის მიღებიდან 15 დღის ვადაში პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება შემუშავებული სტრატეგიის შესახებ, რომელიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებასაც მოიცავს.
კიევის თავდაცვითი იარაღით უზრუნველყოფის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე თვეა გავლენიანი რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები გამოდიან. ობამას ადმინისტრაცია კი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.