ლუგანსკში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ქალაქ ლუგანსკში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. "უნიანის" ცნობით, აფეთქების ხმა სამკერვალო ფაბრიკასთან ახლოს გაისმა, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა . აფეთქების შედეგად, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ვრცელდება ინფორმაცია სამი გარდაცვლილის შესახებ. 

მოგვიანებით კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ქალაქის სხვა ნაწილში, ძველ ბაზართან ახლოს. დაიღუპა ერთი ადამიანი. დაშავებულების ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. ამას გარდა, ადგილობრივები იტყობინებიან, რომ საღამოს დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქის თავზე მფრინავი ობიექტი გამოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატი იყო. 

გუშინ, მინსკში, "ნორმანდიული ოთხეულის" მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, დონბასში ცეცხლი 15 თებერვლიდან უნდა შეწყდეს.