ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელიც მინსკის მოლაპარაკებების გამო, სამი საათით გვიან დაიწყო.
დღევანდელი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და მინსკის მოლაპარაკებების შედეგებია.
მედია ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დღევანდელი სამიტი ფორმალურია და მასზე წერილობით გაკეთდება განცხადება ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე, რის შემდეგაც დაგეგმილია პრესკონფერენცია. არ არის გამორიცხული, განცხადებები უკრაინაში არსებული ვითარების შესახებაც გაკეთდეს.