სასამართლო გია სოსანაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

სასამართლო გია სოსანაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

როგორც სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, პროკურატურა სასამართლოსთვის მიმართული შუამდგომლობით, სოსანაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

პროცესს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი უძღვება.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.