გია სოსანაშვილის ადვოკატი დნმ-ის ანალიზს ეჭვქვეშ აყენებს

გია სოსანაშვილის ადვოკატი დნმ-ის ანალიზს ეჭვქვეშ აყენებს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავას იცნობდა, როგორც პოლიციელი პოლიციელს.

როგორც ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რაც შეეხება სოსანაშვილის მიერ ფირცხალავას ტელეფონზე განხორციელებულ ზარს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა სურდა.

"19 იანვარს არ მოხერხდა დაკავშირება და მეორე დღე ფირცხალავამ აქეთ გადმოურეკა სოსანაშვილს, რომ გაეგო, ვინ ურეკავდა", - აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს საქმეში არსებულ დნმ-ის ანალიზს და დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს