„პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ!!!“

„პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ!!!“

გორის N 9 საჯარო სკოლის პედსაბჭოს სხდომის სცენარი

მონაწილეობენ:

არქიფო სეთური(შალვა სრესელი) რესურსცენტრის დირექტორი.

თაბაგარი(elen  khachidze მას მოსწონს ასე მოხსენიება)

ასინეთა (ნინო ჯავახიშვილი) საქმეთა მმართველი

დასი (იყოფა ორ კატეგორიად:  გაბედულები და შეშინებულები)

ყოფილი დასის წევრი (შეიძლება ვერც მოხვდეს სცენაზე)

სურათი N 1, სამასწავლებლო ოთახი, მაგიდის გარშემო სხედან დასის წევრები, ამაღლებულ ადგილას ზის თაბაგარი elen  khachidze (მას მოსწონს ასე მოხსენიება), იქვე კუთხეში მოკუნტული დგას ასინეთა, არ ჩანს არქიფო სეთური, მაგრამ მისი მობილურის ნომერი აკრეფილი აქვთ ტელეფონზე როგორც ასინეთას, ასევე დასის რამდენიმე წევრს და საჭიროების შემხვევაში, მხოლოდ ერთი თითის (სავარაუდოდ ცერა) სწრაფი მოძრაობა და არქიფო სეთურის ყურთსასმენებში გარკვევით ისმის დასის თითოეული წევრის ბაგეთაგან წარმოთქმული აზრები,

თაბაგარი (elen  khachidze მას მოსწონს ასე მოხსენიება): „მომძღვნელმან ჩვენი თვალებდახუჭულობისა და ყურებდახშობისა, „სუკში“ გამოწრთობილმან და ეხლა „კუდში“ გაკაჟებულმან, რომლის სახელია „კომპარტია“, მოქკავშირი“, „აღორძინება“, „ნაცმოძრაობა“, უცბიერესმან და უბოროტესმან არქიფო–შალვა სრესელმან იდიდოს მარადჟამს!“

დასი: „ პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ,“  სრულდება სამჯერ ერთ ტონალობაში, ეგრევე ებმევა „მიშა მაგარია“. დასის წევრებს სახეზე აღბეჭდილი აქვთ შიში, რომ რომელიმე მათგანი ტონალობიდან არ ამოვარდეს და  არ გააუბედუროს ოჯახი. თან ისედაც უჭირდათ ამდენი სახელების დამახსოვრება  და  ეხლა კიდევ „ნაცმოძრაობა“ დაემატა. თუმცა არიან მათ შორის უფრო გაბედულებიც, რომლებიც არ მღერიან, ამას რა თქმა უნდა ამჩნევს თაბაგარი– elen  khachidze (მას მოსწონს ასე მოხსენიება), მაგრამ ამჯერად  ამჯობინებს თვალი აარიდოს დასის ზოგიერთი წევრის გამბედავ მოქმედებას, რადგან ისინი არც ისე ცოტა არიან და დაძაბულობის შემთხვევაში შეიძლება სურათი შეიცვალოს და ეს საბედისწერო აღმოჩნდეს თაბაგარისათვის – elen  khachidze (მას მოსწონს ასე მოხსენიება), უფრო მეტიც, შეიძლება, თვით არქიფო სეთურის – შალვა სრესელის უძლეველობის მითიც კი  „ჩამოიშალოს“.

თაბაგარი-elen  khachidze (მას მოსწონს ასე მოხსენიება): „ჩემთან შემოვიდა დასის წევრების ხელმოწერები, რომ პედაგოგიური საბჭოს სხდომა ჩატარდეს ხალხის მტრების ოჯახის წევრების ჩვენს დასში დაბრუნების თაობაზე, რასაც მე კატეგორიულად ვკრძალავ, რათა ხელი არ შეეშალოს სკოლის დეავტონომიზაციის პროცესს, დღეის შემდეგ პოლიქრონიონთან ერთად უნდა იგალობოთ დეავტონომიზაცია ასევე სამჯერ და შეუცდომლად, მართალია ცოტა რთული სიტყვაა, მაგრამ სახლში უნდა იმეცადინოთ, რომ არ დავიღუპოთ და სკოლა მართლაც არ გახდეს ავტონომიური, ხოლო მომავალში კი დაგირიგებთ „მანდატური სკოლაშია, მშობელია ბედნიერის“ ნოტებს და ეს ჩვენი მომავალი თაობის თავისუფალ მოქალაქეებად ვერ ჩამოყალიბებისაკენ, კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

დასი: „პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ! დეავტონომიზაცია, დეავტონომიზაცია, დეავტონომიზაცია, მიშა მაგარიააააააა!“

მაცნემ მოიტანა ელვა ამბავი, დასის ყოფილი წევრის მეგობრები სკოლის კარებს  უახლოვდებიანო. ამ დროს ისმის თაბაგარის - elen  khachidze (მას მოსწონს ასე მოხსენიება) ბრძანება (მიმართავს ასინეთას): აბა გვიჩვენე, ნინო, შენი საქმენი საგმირონი! ასინეთას  წაქეზება აღარც სჭირდება, „საპატიო დავალების“ მიღებამ თითქოს ენერგია შემატაო, სასწრაფოდ ჩაირბენს კიბეების საფეხურებს და შორიდანვე შეჰკივლებს დარაჯებს, რომ  მაგრად ჩარაზონ კლიტენი სკოლისანი, რათა შიგნით ვერ შემოაღწიოს მართალმა სიტყვამ, სითბომ, სიყვარულმა და მეგობრობამ, რომლის განდევნასაც დიდი შრომით და გარჯით მიაღწია მარჩენალმა შალვამ და მისმა მარჯვენა ხელმა თაბაგარმა ( elen  khachidze-მ  მას მოსწონს ასე მოხსენიება).

ამჯერად სიმართლემ ვერ შეაღწია N9 სკოლის კედლებში მაგრამ არ გაჩერებულა,               „ „რკინის ქალამნები“ ჩაიცვა და ეძებს თემიდას, ის აუცილებლად უნდა შევიდეს სკოლაში, მას ხომ ძალიან ბევრი მოზარდი ელოდება.

„... და ჩამოწვა ბნელი. მზე კარგა ხანია ჩაიძირა. სიბნელემ მოიცვა სამყარო.

 მხედრები შედგნენ. ჩიტების ჭიკჭიკიც ახლა გაიგეს, ხეთა ჩურჩულიც და ბალახთა შრიალიც. მცხეთა ახლოს იყო. სვეტიცხოვლის ზარების ხმებმა თითქოს გამოაფხიზლა, არა, უფრო შეძრა მხედრიონი... და გაისმა ხმა ზევიდან:

„რაისთვის მდევნი, სავლე, მე?“

„რაისთვის მდევნით, გზააბნეულნო?“

[გიორგი ჭანტურია    „ახალი იერემიას გოდება“]

ბოლოთქმის მაგიერ: ნეტავ თუ კიდევ ისწავლება სკოლებში ილია ჭავჭავაძის „გუთნის-დედა“, ალბათ, აღარ თორემ, მე კარგად მახსოვს იმ ავადსახსენებელი საბჭოეთის პერიოდში ჩემი ქართულის მასწავლებლის მიერ გადმოცემული დიდი ილიას სიტყვები:

„... რად მინდა ხმალი თუნდ იყოს მჭრელი,

თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება?“

და ბოლოს, იმედია შოთა რუსთაველი მაინც დარჩებოდა სკოლის პროგრამაში, „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები ჩვენი სკოლის (და ალბათ სხვა სკოლებისაც), კედლებზე,  დიდი ასოებით ეწერა, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

„ ...  სჯობს  სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.