ჩემი ძმა შესაძლოა, გია სოსანაშვილს იცნობდა, თუმცა ახლო ნაცნობობა არ აკავშირებდა

ჩემი ძმა შესაძლოა, გია სოსანაშვილს იცნობდა, თუმცა ახლო ნაცნობობა არ აკავშირებდა

ჩემს ძმას გია სოსანაშვილთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა, თუმცა იცნობდა, - ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა ჟურნალისტებს ზურა ვაზაგაშვილის ხსოვნისადმი გამართულ აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იური ვაზაგაშვილი გია სოსანაშვილს იცნობდა, ის პირად შურისძიებას მაინც გამორიცხავს.

"ჩემი ძმა შესაძლოა იცნობდა გია სოსანაშვილს, თუმცა მას ახლო ნაცნობობა არ აკავშირებდა. პირად შურისძიებას გამოვრიცხავ და ჩემი მოსაზრებით, კვალი ზურას მკვლელებისკენ მიდის. ამას პროკურატურა გაარკვევს", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

მისი თქმით, ის გამოძიებას სრულად ენდობა და იმედი აქვს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დამკვეთები მალე გამოიკვეთებიან.

საქართველოს პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩადენაში ექვმიტანილი პირი დააკავა, რომელიც პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.