გია სოსანაშვილის აღმკვეთის ღონისძიების თაობაზე პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

გია სოსანაშვილის აღმკვეთის ღონისძიების თაობაზე პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

გია სოსანაშვილის აღმკვეთის ღონისძიების თაობაზე პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართავს, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროკურატურაში მას გადასცეს საქმის მასალები, რომელიც 8 ტომს შეადგენს. ადვოკატი აცხადებს, რომ მასალების გაცნობას სავარაუდოდ დღის ბოლომდე შეძლებს.

საქართველოს პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დააკავა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.