"ევროკავშირი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რუსეთისგან ჩამოშორებას ცდილობს"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო რუსეთის ინტერესების იგნორირებას ახდენს და მის საზღვრებს უახლოვდება.

ეგვიპტეში ვიზიტისას, ადგილობრივი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა უკრაინაში შექმნილ კრიზისში დასავლეთი დაადანაშაულა.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ნეგატიური ტენდენციად აფასებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას; უკრაინაში შექმნილ ვითარებას კი ამ ტენდენციის კულმინაციად მიიჩნევს.

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, „აღმოსავლეთ პარტნიორობით“ ევროკავშირი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რუსეთისგან ჩამოშორებას ცდილობს და მათ არჩევანის წინაშე აყენებს - იყვნენ ევროკავშირთან ან რუსეთთან.