კომბინირებული პატრულირება სოფელ ქალეი ნასროში

კომბინირებული პატრულირება სოფელ ქალეი ნასროში

ავღანეთში, პარვანის პროვინციაში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა ქვეითი პატრული ჩაატარეს. სოფელ ქალეი ნასროდან  ბაგრამის ბაზის მიმართულებით, არაპირდაპირი ცეცხლის შეზღუდვისა და ამბოხებულებისთვის თავისუფალი გადაადგილების აღკვეთის მიზნით, 51-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა რეკოგნოსცირება (დაზვერვა) განახორციელეს. 

პატრულირების დროს, „ალფა“ ასეულის ჯარისკაცები ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ქართველ სამხედროებთან ერთად, ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული. კომბინირებულ პატრულში,  ბაგრამის საავიაციო ბაზის მთავარი სერჟანტი კრისტოფერ გილპინიც მონაწილეობდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.