ქუთაისში გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, სასტუმრო ,,თბილისთან", ორი დღის წინ ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემოანის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. მათი თქმით, 19 წლის ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი დასჯილი არ არის. 

"ვითხოვთ დამნაშავის სასწრაფოდ დაკავებას და დასჯას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

ამ წუთებში სასტუმრო "თბილისისა" და აღმაშენებლის გამზირის ტერიტორია აქციის მონაწილეებს კვლავ გადაკეტილი აქვთ.