შტეფან შენახი - ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას

შტეფან შენახი - ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას

ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას, რადგან ბრიუსელში იციან, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, შტეფან შენახმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის ინტერესებში არ შედის გამუდმებული კონფლიქტი ევროპასა და საზოგადოდ მსოფლიოსთან, თან სანქციების მოხსნაც სურს. 

"ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ - სხვა გამოსავალი არ არსებობს. თანაც უკრაინამაც უნდა გაითავისოს, რომ ერთობ უჩვეულო გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. იგივე ითქმის საქართველოზეც: ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა კონფლიქტის გარღვივებას ნიშნავს. ამავე მიზეზით ნატოც არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას, რადგან ბრიუსელში იციან, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის. ასეთი ტიპის სიმბოლური პოლიტიკა არაფერში გამოადგებათ", - განაცხადა შტეფან შენახმა. 

მისივე თქმით, უკრაინამაც და საქართველომაც უნდა გაიზიარონ რომ დიდ მეზობელთან ერთად ცუდ და სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდნენ და უნდა იფიქრონ ალიანსის გარეშე არსებობაზე. 
"უნდა იფიქრონ იმაზე, რომ გაძლიერდნენ ალიანსის წევრობის გარეშე და მზად იყვნენ ურთიერთობებისთვის როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან, ღია იყვნენ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევრაზიული კავშირისთვის", - განაცხადა შტეფან შენახმა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ დადგა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკთხი 2008 წელს, ევროსაბჭოს კომიტეტის მონიტორინგის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკრაინისა და 2008 წლის კონფლიქტების შედარება შეცდომაა. 

"2008 წელს მსოფლიო ერთობ უკმაყოფილიყო იყო იმით, რომ საქართველომ პრობლემის გადაჭრა სამხედრო გზით სცადა. იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტებს ემსხვერპლნენ, ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: ჩვენ დაუყონებლივ უნდა შევაჩეროთ ეს ომი არა ძალის, არამედ პოლიტიკური შეთანხმებისა და დიალოგის გამოყენებით", - აღნიშნა ევროსაბჭოს კომიტეტის მონიტორინგის თავმჯდომარემ.