უკრაინის კრიზისზე ოთხმხრივი მოლაპარაკება 11 თებერვალს გაიმართება

უკრაინის კრიზისზე ოთხმხრივი მოლაპარაკება 11 თებერვალს გაიმართება

11 თებერვალს, მინსკში, პეტრო პოროშენკოს, ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. 

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განუცხადა. მისი თქმით, ოთხი ქვეყნის ლიდერებს შორის დღეს უკვე შედგა სატელეფონო მოლაპარაკებები. თუმცა, ამ საუბრის დეტალების შესახებ კონკრეტულად არაფერია ცნობილი. ზაიბერტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომაც გაიმართება.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმის ბედი 2-3 დღეში გაირკვევა. მისი თქმით, მოვლენათა განვითარება თავად მოწინააღმდეგე მხარეებზეა დამოკიდებული. "ჩვენ ახლა ნამდვილად გზაჯვარედინზე ვდგავართ", - აღნიშნა შტაინმაიერმა.