სამართალდამცავთა ლიგა - აბსურდია იმის მტკიცება, რომ ირაკლი ფირცხალავა რაიმე სახით დაკავშირებულია იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან

სამართალდამცავთა ლიგა - აბსურდია იმის მტკიცება, რომ ირაკლი ფირცხალავა რაიმე სახით დაკავშირებულია იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან

ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" მათ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს. 

ორგანიზაცია ოფიციალურ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, ვიდრე გამოძიება ყველა კითხვას არ გასცემს პასუხს, მცდარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

"ბოლო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანაში მძიმე დანაშაულებრივი და ეკონომიკური ვითარების გადაფარვას ემსახურება.

პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ირაკლი ფირცხალავას და პოლიციის სხვა ოფიცრების დაკავშირება ბატონი იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან სამართლებრივი სიბეცე და გაუგონარი ცილისწამებაა.

ბატონი ფირცხალავასთვის ცნობილი იყო, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების ტელეფონები და ინტერნეტ-საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთლიანად კონტროლდებოდა და აბსურდია იმის მტკიცება, რომ ბატონი ფირცხალავა რაიმე სახით დაკავშირებულია აწ გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან. მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვიდრე გამოძიება ყველა კითხვას არ გასცემს პასუხს, ვთხოვთ არ გააკეთონ მცდარი დასკვნები და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ" Facebook-ით გაავრცელა.