იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ გია სოსანაშვილს ბრალი წარედგინა, - ამის შესახებ სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
სოსო ჯოგლიძის თქმით, მას დღეს საქმის მასალებს გადასცემენ და დღესვე განიხილება გია სოსანაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი.