მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ აშრაფ ღანი აჰმაძაისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველო-ავღანეთის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
"ავღანურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) მისიაში საქართველოს მონაწილეობა და უსაფრთხოების საქმეში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს ჩართულობას "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, გაუზიაროს ავღანეთის მთავრობას საქართველოს გამოცდილება რეფორმების კუთხით. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო რეგონული უსაფრთოხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.