რუსეთი არასდროს ერიდებოდა საქართველოსთან კონტაქტებს

რუსეთი არასდროს ერიდებოდა საქართველოსთან კონტაქტებს

რუსეთი არასდროს ერიდებოდა საქართველოსთან კონტაქტებს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა განუცხადა.

"საქართველოსთან კონტაქტებს არასდროს ვერიდებოდით და დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყვეტია. აბაშიძე-კარასინის არხი არსებობს. მე არ მომისმენია რაიმე სახის ოფიციალური განცხადება ამ არხის შეწყვეტის შესახებ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თუმცა, მისი თქმით, იმას, რომ კარასინი და აბაშიძე დიდი ხანია ერთმანეთს არ შეხვედრიან, მშვიდად უნდა შევხედოთ. "ვფიქრობ, როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება, ამ არხს ავამოქმედებთ. ჩემი აზრით, ეს სასარგებლოა. იძლევა შესაძლებლობას მოხდეს იმ საკითხების განხილვა, რომლებიც წარმოიშვება", - განაცხადა ლავროვმა.