ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნასთან დაკავშირებით პრემიერი პირველ კომენტარს აკეთებს

ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნასთან დაკავშირებით პრემიერი პირველ კომენტარს აკეთებს

როგორც მიუნხენში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხელისუფლებისთვის ის ფაქტი, რომ მოხდა ამ საქმის სწრაფი გამოძიება, მისთვის საამაყოა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა, თუმცა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოძიების პროცესში იყო ჩართული.

“მე თავს შევიკავებ წინასწარ რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, რასაკვირველია, მაქვს ინფორმაცია ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ მირჩევნია დაველოდოთ პროკურატურას, მათ ოფიციალურ განცხადებას და განმარტებას”, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,  ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.