მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის "ტვიტერის" ოფიციალური გვერდი პრემიერის გამოსვლას ეხმაურება

"მსოფლიოს რომ მეტი ყურადღება დაეთმო საქართველოს 2008 წლის კონფლიქტისთვის, არ გვექნებოდა იგივე უკრაინაში", - "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს ციტატა ქვეყნდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით უკრაინის კრიზისის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

„2008 წელს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები არავის შემოუღია და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება სათანადო არ ყოფილა, შედეგი კი უკრაინის კრიზისია. მე ვიტყოდი, ეს გაგრძელებაა. ყველას მინდა შევახსენო, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა. ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემა 22 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ კონფლიქტი არ მოგვარებულა. სცენარი თითქმის იგივეა, რაც რეგიონში არსებული სხვა კონფლიქტების შემთხვევაში. 1990-იან წლებში გააქტიურდნენ ე.წ. დროის ნაღმები და მივიღეთ 400 000-ზე მეტი დევნილი. ჩატარდა ქართველების ეთნიკური წმენდა. სიტუაცია დრამატულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ წუთებში, მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ხვდება