აშშ-ში სროლების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

აშშ-ში სროლების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

ამერიკის შტატ ჯორჯიაში სროლების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. 

ინციდენტი ქალაქ დუგლასვილში მოხდა, რომელიც ატლანტადან დასავლეთით 32 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის შერიფის ცნობით, მოკლულთა შორის ერთი ბავშვია.

დამნაშავის ვინაობა ჯერ არ სახელდება. საავადმყოფოში გადაყვანილებს შორის ის მამაკაციც არის, რომელიც ისროდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.