ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი წელს აუცილებლად შედგება

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი წელს აუცილებლად შედგება

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას განცხადებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოს წელს ეწვევა.

როგორც ლადო ჭანტურიამ მიუნხენში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ვიზიტი გაზაფხულზე იმის გამო ვერ შედგება, რომ გერმანია წელს "დიდ შვიდეულს" მასპინძლობს.

"მისი გეგმების მიხედვით, ის უნდა შეხვდეს "დიდი შვიდეულის" ყველა წევრი სახელმწიფოს მეთაურს და ფიზიკურად ვერ ხერხდება გაზაფხულზე ეს ვიზიტი. მაგრამ წელს ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი აუცილებლად შედგება", - განაცხადა ელჩმა.