მასხარად დაბადებული მეფე ვერასდროს გახდება, - ასე ეხმაურება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი "ინსტაგრამზე" მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინის არმიის მიერ რუსეთის დაპყრობის შესაძლებლობაზე. კადიროვის თქმით, ამერიკელებმა სააკაშვილი დაიჭირეს და საქართველოს პრეზიდენტად აქციეს.
"ის კი, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ემართა, ხან ჰალსტუხებს ჭამდა, ხან იმალებოდა და ეს მასხარა, რომელსაც საკუთარი პოლიცია ეძებს ციხის გისოსებში ჩასასმელად, უკრაინას აძლევს რჩევებს, როგორ მოუგოს რუსეთს" , - წერს კადიროვი.
მისივე თქმით, როგორი მასხარა უნდა იყოს პოროშენკოც, რომელიც სააკაშვილის რჩევებს უსმენს.
კადიროვის თქმით, აშშ ასეთ ადამიანებს იმისთვის იყენებს, რომ მსოფლიო ქაოსში ჰყავდეს გახვეული.