ხელისუფლება მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც კარგი მომზადება სჭირდება

ხელისუფლება მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც კარგი მომზადება სჭირდება

საქართველოს ხელისუფლება მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეხვედრას კარგი მომზადება სჭირდება და ის შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

"საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც კარგი მომზადება სჭირდება. შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული,"-განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსი შეუქცევადია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო სესიაში: "უკრაინის მიღმა - გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში."

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სესიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ ვუჩიჩი და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვესნა პუსიჩი.