რუსეთის მთავრობის წევრები მიხეილ სააკაშვილს პასუხობენ

რუსეთის მთავრობის წევრები მიხეილ სააკაშვილს პასუხობენ

სააკაშვილის მიერ უკრაინული ტელეარხით გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინის არმიას სათანადო შეიარაღების არსებობის შემთხვევაში, რუსეთის დაპყრობა შეუძლია , რუსეთის მთავრობის წევრებიც ეხმიანებიან.

რუსეთის ვიცე პრემიერი დიმიტრი როგოზინი და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი სააკაშვილის განცხადებას სოციალური ქსელებით თითო წინადადებიანი რეპლიკებით ეხმაურებიან.

ვლადიმერ მარკინი წერს: "კორპორატიულ საღამოზე კლოუნმა, რომელიც მორიგი ჰალსტუხის ღეჭვას განაგრძობდა, რაღაც წამოიძახა".

რაც შეეხება დიმიტრი როგოზინს, იგი სააკაშვილს ასე მოიხსენიებს: "იდიოტად დაიბადა და იდიოტადვე მოკვდება".

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" აქვეყნებს.