მოსკოვს შესწევს ზემოქმედების უნარი, რომ უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, - ამის შესახებ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს ყველაფერი მოსკოვის ძალებშია - შეაჩეროს სეპარატისტების მცდელობები, რომლებსაც კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება სურთ. არ დაიჯეროთ, როდესაც გეუბნებიან, რომ ეს ტყუილია. შემიძლია დაგარწმუნოთ - ეს სრული სიმართლეა" , - განაცხადა ბაიდენმა.
დღესვე ამერიკის ვიცე პრეზიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი დგას რისკის წინაშე, აღმოჩნდეს თვითიზოლაციაში, თუკი უკრაინის მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის.
"ამერიკის მიზანი არ არის რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი, ან მიზანმიმართული დასუსტება, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააკეთოს უბრალო არჩევანი - მოშორდეს უკრაინიდან, ან გახდეს თვითიზოლაციისა და საკუთარ სახლში ეკონომიკური პრობლემების მსხვერპლი" , - განაცხადა ბაიდენმა.